Friday, April 29, 2011

მზის სისტემა(დედამიწა)

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.

1 comment:

  1. დედამიწის ზომები [რედაქტირება]

    * ეკვატორული რადიუსი: 6 378,1 კმ
    * პოლარული რადიუსი: 6 356.8 კმ
    * საშუალო რადიუსი: 6 371 კმ
    * ეკვატორის სიგრძე: 40 075,02 კმ
    * მერიდიანის სიგრძე: 40 007,86 კმ
    * დედამიწის ზედაპირი: 510,072 მლნ კმsup>2
    * მსოფლიო ოკეანის ზედაპირი: 361,132 მლნ კმsup>2 (70,8 %)
    * ხმელეთის ზედაპირი: 148,94 მლნ კმsup>2 (29 %)
    * დედამიწის მოცულობა: 1,0832073 x 10 12 კმ3
    * დედამიწის მასა: 5,9736 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
    * დედამიწის საშუალო სიმკვრივე: 5.515 გ/სმ3
    * ჰაერის ტემპერატურა მინიმალური: -89 °C ( 184 °K ) პოლუსებზე, მაქსიმალური 57,7 °C ( 331 °K ) ეკვატორზე.
    * ჰაერის შემადგენლობა: 78.08% აზოტი, 20.95% ჟანგბადი, 0.93% არგონი, 0.038% ნახშირორჟანგი.
    * აფელიუმი: 152 097 701 კმ, 1.0167103335 ა.ე.
    * პერიფელიუმი: 147 098 074 კმ, 0.9832898912 ა.ე.
    * ექსცენტრისიტეტი: 0.016710219
    * ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 29783 მ/წმ.

    ისტორია [რედაქტირება]
    წარმოშობა [რედაქტირება]

    დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.

    XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.
    დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით [რედაქტირება]

    ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:

    * პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
    * მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
    * მესამე დღეს - ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
    * მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
    * მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
    * მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
    * მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

    დედამიწის ასაკი და გეოქრონოლოგია [რედაქტირება]

    დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებად, ერებად, პერიოდებად და ეპოქებად ყოფენ

    ReplyDelete